თავისუფლების მოედნიდან 10 წთ-ის სავალზე, წავკისში, 12 ათასს კვ.მ -ზე ახალი საცხოვრებელი უბანი შენდება. "წავკისი პარკი“ - წავკისი ველის მშენებლობის ბოლო ფაზა არის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ლოკაციაზე განაშენიანება სწორედ ამ პროექტით სრულდება.
“წავკისის ველი” უკვე რამდენიმე წელია არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დასახლება. აქ დასახლებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.
“წავკისი ველი” დაცული უბანია, სადაც 200-ზე მეტი ოჯახი მუდმივად ბინადრობს. მომხმარებელს კი დასრულებული პროექტი მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება. პროექტის მთავარი მიზანია, მობინადრეებს ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც სახლი უფრო მეტია, ვიდრე საცხოვრებელი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი შენდება დასრულებულ „წავკისი ველის“ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, უკვე სრულად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას და გამწვანებულ გარემოს.
წავკისი ველი 2006 წლიდან არსებობს.”წავკისი პარკ”-ის პროექტის პარტნიორია საქართველოში ერთ -ერთი წამყვანი ბანკი, TBC ბანკი რომელთან პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება ეძლევა 20 წლამდე იპოთეკური სესხი აიღონ, დამატებითი უზრუნველყოფის და პირველადი შენატანის გარეშე.
ახალი, პრემიუმ კლასის ობიექტის შესახებ, BM.GE "ჰორიზონტ კაპიტალის” მმართველ პარტნიორს, გეგი ვასაძესა და არქიტექტორული კომპანია „L.O.A.”-ს დამფუძნებელსა და არქიტექტორს, ირაკლი აბაშიძეს ესაუბრა.
ბატონო გეგი, მოგვიყევით პროექტის შესახებ. რით არის გამორჩეული?
პროექტზე მუშაობა, დაახლოებით 1 წლის წინ, Laboratory Of Architecture-სთან ერთად დავიწყეთ. ის წლებია უკვე უნიკალურ და ყველასგან გამორჩეულ არქიტექტურას სხვადასხვა ტიპის პროექტისთვის ქმნის.
მასში ორივე მხარემ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. უბნის დაგეგმარებისას, წავკისი პარკის გუნდის, მთავარი სურვილი იყო შეგვექმნა არსობრივად ჯანსაღი პროექტი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენდა მობინადრეთა ცხოვრების ხარისხზე. შესაბამისად, განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას, ჩვენი უპირველესი მიზანი, რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება, ბუნებასთან ინტეგრირება და ჰარმონიული საცხოვრებელი გარემოს შექმნა იყო.
იგი გეგმაზომიერად ინტეგრირებულია “წავკისი ველის” ტერიტორიაზე, რომლის განაშენიანება 20 წლის წინ დაიწყო. დღევანდელ დღეს, მისი ტერიტორია სრულად ათვისებულია და დასახლებულია საქართველოში წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტის მიერ. ტერიტორია დაცულია როგორც ბუნებრივი ზღუდეებით, ხევითა და ბორცვებით, ასევე საკონტროლო გამშვები პუნქტით, რომელიც მუდმივ მონიტორინგს ახდენს. პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანო გზით (თბილისი - ოქროყანას და თბილისი - შინდისის მიმართულებებით), ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თავისუფლების მოედნიდან ლოკაციამდე გადაადგილება, დაახლოებით 10-15 წუთის ინტერვალს საჭიროებს.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
პირველადი დაგეგმარებით “წავკისი პარკი” სამი სამოსახლო ბლოკისგან (A,B,C ბლოკები) შედგება. თითოეული თაუნჰაუზი სამ დონიანია და მათი საერთო ფართი 240 კვ.მ - დან 305 კვ.მ.- მდე მერყეობს. პროექტი მაქსიმალურად ადამიანის სურვილებსა და კმაყოფილებაზეა მორგებული. სახლის შეძენის შემდეგ, ობიექტი მყიდველს ე.წ. “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში ბარდება, რომელსაც საჩუქრად პერგოლების სისტემას, ჭკვიანი სახლის სისტემა , ავტოფარეხის დისტანციურად გაღების მექანიზმი გადაეცემათ.
საცხოვრებელი სივრცე გამორჩეულია გარე გამწვანების ტერიტორიით, საკუთარი ავტოფარეხით, ამასთან გამორჩეულია კონცეფციითა და დიზაინით, სათამაშო და სპორტული მოედნებით. “წავკისი პარკი”-ს სახლის ერთ-ერთ ბრენდულ ელემენტს წარმოადგენს მესამე სართულზე ინდივიდუალური საცურაო აუზი და სამზარეულოსთან ინტეგრირებული 20-30კვ.მ-ის ფართის ზამთრის ბაღი.
რა ინფრასტრუქტურული დეტალებით შეძლებენ პროექტის მაცხოვრებლები სარგებლობას?
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, “წავკისი ველს” აქვს ძალიან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რაც არის საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელიც არეგულირებს სტუმრების და მაცხოვრებლების შესვლას და გასვლას პროექტში. ამასთან, არის რამდენიმე გამწვანების ზოლი, რომლის ზედამხედველობაც მუდმივად ხდება. თავად “წავკისი პარკის” სახელიც იქიდან გამომდინარეობს, რომ სივრცე მაქსიმალურად რეკრეაციულია, ადგილზე სასეირნო და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.
კომპანია „L.O.A.”-ს დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი აბაშიძე, რომელიც აქტიურად იყო აღნიშნული ობიექტის პროექტირების საკითხებში, დეტალურად გვესაუბრება თაუნჰაუსზე, მის უპირატესობებსა და „წავკისი პარკის“ უნიკალურ კონცეფციაზე.
რა არის თაუნჰაუსი და რას გულისხმობს ის?
“თაუნჰაუსი” მარტივად რომ ავხსნათ, არის ბინა, რომელიც არ ვითარდება ჰორიზონტალურად. აკინძულია ვერტიკალურად, რომელიც უფრო სახლია, ვიდრე ბინა. მას აქვს ავტოსადგომი, პლუს კიდევ შიდა ეზო, რომელიც სამზარეულოზე გადის. სივრცეში შენობაზე ვერტიკალური ბაღები დავამატეთ. ასევე, სახურავზე აუზიც, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ეს კი კონცეფციის უნიკალურობას ხაზს უსვამს.
ვისთვის არის თაუნჰაუსი საუკეთესო შეთავაზება?
თაუნჰაუსი არის საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ სივრცეში დასვენებას შეძლებენ. მათთვის პრიორიტეტულია, რომ ყველაფერი, რაც სჭირდებათ, ახლოს ჰქონდეთ. ეს იქნება, ქალაქი, მაღაზია თუ სხვა. ამასთან, ბავშვებისთვის იქნება სივრცე, სადაც ისინი დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ.
მომხმარებლებს ყველაფერი აქვთ ახლოს, მაგრამ ასევე არიან გარეუბანში, სუფთა ჰაერზე. Საიტის ინფორმაციული ვებგვერდის ბმული არის : https://tpark.ge
ბატონო გეგი, თქვენ როგორც კომპანიის წარმომადგენელი, რაში ხედავთ პროექტის უპირატესობას?
პროექტს მრავალი უპირატესობა აქვს. კერძოდ, ის დაცული ტერიტორიაა, წავკისის ველის ურბანულად განვითარებული უბანია. ამასთან, საცხოვრებელ სახლს ბოლო სართულზე აუზი აქვს, რომელიც ყველა სახლის ბოლო სართულზეა განთავსებული და საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მშენებლობა ამჟამად აქტიურ ფაზაშია. სამშენებლო პროცესი უმაღლესი მასალებით მიმდინარეობს, რაც მის ხარისხზე მეტყველებს. მისი დასრულება კი ოქტომბერშია დაგეგმილი.
რაც შეეხება პროექტირების ნაწილს, მისი პროექტირება არქიტექტურულმა კომპანია ლ.ო.ამ განახორციელა.
რა ღირს “წავკისი პარკში” საცხოვრებელი სივრცის შეძენა?
მომხმარებელს “წავკისი პარკში” მინიმუმ 240 კვ. მ - დან 305 კვ. მ - მდე ფართის შეძენა შეუძლია. მწვანე კარკასის მდგომარეობით, კვადრატულის ღირებულება, 1300 დოლარი ღირს, ექვივალენტით ლარში.
როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა კერძო სახლის შესყიდვისას?
იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური უბნები სრულად გადატვირთულია და სულ უფრო მჭიდროდ დასახლებული ხდება, აქედან გამომდინარე დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობენ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია დისტანცია და იმ მანძილის დაფარვა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ფარავენ. აქედან გამომდინარე, ეს ლოკაცია იდეალურია ამ კუთხით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივი მაცხოვრებლისთვის ამ მანძილის დაფარვა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მოთხოვნა იმდენად დიდია ამ ლოკაციაზე, რომ ფაქტობრივად, ცარიელი სივრცე აღარ არის.
რამდენად დიდია მოთხოვნა?
ჩვენს პროექტზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს გაყიდვები. მოთხოვნის ასეთი ზრდა, ვფიქრობ იმ განსხვავებული კონცეფციითაა გამოწვეული, რასაც პროექტი მომხმარებელს სთავაზობს.
როდისთვის უნდა დასრულდეს სრულად პროექტი?
ჩვენი გათვლებით, განსაზღვრული თაუნჰაუზები, მყიდველს 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩაბარდეს მწვანე კარკასის სახით.