მთავრობას “ტექინსპექტირების ცენტრებისმიმართ მოთხოვნებს ამკაცრებს. კერძო სექტორი ვალდებული ხდება ინსპექტირებასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეინახოს და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულად მიაწოდოს. ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მოთხოვნებს, მათ შორის ისინი ვალდებულნი იქნებიან, ტესტირების სივრცე(ებ)ში ვიდეომეთვალყურეობის სისტემები ისე დაამონტაჟონ რომ კადრში ინსპექტირების სრული ციკლი მოხვდეს.


































