მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს 2-3 ბაზარი დაგვემატება" - "აჩინებული" CASPIAN AGRO 2024-ის შედეგებს აფასებს

ალალი

ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, CASPIAN AGRO 2024-ზე მონაწილეობა 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყო კომპანია “აჩინებულიც“.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BM.GE-სთან აცხადებს, თავდაპირველად, USAID-ის პროექტის ფარგლებში იყვნენ მიწვეული. პირველად კი, შარშან მიიღეს მონაწილეობა. წელს კი, უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა.

მისივე ცნობით, კომპანიას მიმდინარე წელს 2-3 ბაზარი უნდა დაემატოს.

„ძირითადად ამ გამოფენაზე SNG-ს ქვეყნები მონაწილეობდნენ (ბელორუსი, მოლდოვა, უზბეკისტანი, რუსეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.).

ახალი პარტნიორის შეძენა საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიასთან კონტაქტები უკვე გავცვალეთ. ძირითადად აზერბაიჯანულ კომპანიებთან. ამასთან, გამოხმაურება იყო ბელორუსული, ყაზახური და უზბეკური კომპანიებიდან. ძირითადი არის 7- 8 კონტაქტი აზერბაიჯანელებთან გვაქვს, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ“,- აცხადებს ბიზნესმენი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანია წელს რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ამასთან, ჩეხეთიდან კომპანიაში ყოფილი პარტნიორების ვიზიტია დაგეგმილი, რათა კონტრაქტი განაახლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები