„რომპეტროლი“ საქართველოში წელს ხუთი ბენზინგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BMG-ის აზერბაიჯანის ბიუროს „ყაზმუნაიგაზის“ ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ერბოლატ მენდიბაევმა განუცხადა.
მისივე თქმით, ახალი სადგურების გახსნა კომპანიის 2024-2028 წლების დამტკიცებული ბიზნესგეგმითაა გათვალისწინებული.
„ამჟამად შერჩეულია ორი ლოკაცია, სადაც გახსნა იგეგმება 2024 წლის მეორე ნახევარში. ხოლო დარჩენილი სამი ბენზინგასამართი სადგურის გახსნაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ერბოლატ მენდიბაევმა.
„ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენლის თქმით, „რომპეტროლ საქართველო“ 2023 წლის ბოლოსთვის 89 ბენზინგასამართ სადგურს ფლობდა.
ცნობისთვის, „რომპეტროლ ჯორჯია“ „ყაზმუნაიგაზის “ შვილობილია.