მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 600 ტონამდე ვაშლს ველოდებით - „აგროქართლი“

ვაშლის ბაღი

შპს „აგროქართლი“, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტიორია, შიდა ქართლში, ვაშლის ბაღსაც ფლობს.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში კომპანიამ „აგროქართლი“ ვაშლის ბაღი 10 ჰექტარზე 2017 წელს გააშენა. კომპანიამ ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100,000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 
 
„აგროქართლის“ დირექტორმა, გოგა სიმონიშვილმა bm.ge-სთან ამბობს, რომ კომპანია წელს კარგ მოსავალს ელის.

„ჩვენთან მოსავალი კარგია. ვინც ბრენდებით და კარგი პრეპარატებით იმუშავა, მათი პროდუქცია, მისი პროდუქტი გადარჩა. ალბათ 500-600 ტონა მოსავალს მივიღებთ წელს. ჩაბარებით არ ვიბარებთ, რადგან ჩვენი მოყვანილი პროდუქცია ქართულ ბაზარზე იყიდება“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ის ვარაუდობს, რომ წელს ვაშლის ფასი გასულ წელთან შედარებით მოიმატებს.

რაც შეეხება მუშახელს, როგორც სიმონიშვილი ამბობს, კრეფა ახლა მიმდინარეობს და კომპანია დღიურად არაერთ ადგილობრივს ასაქმებს. „მუშახელის პრობლემა არ გვქონია, უპრობლემოდ მოვიძიეთ. ადგილობრივებს ვასაქმებთ ყოველდღიურად საჭიროების მიხედვით. საშუალო ანაზღაურება დღიურად საშუალოდ 50 ლარია“, - თქვა მან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები