მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, 8 თვეში საქართველოდან უცხოეთში $285.5 მილიონი გადაირიცხა - როგორია სტატისტიკა?

ფულადი გზავნილები

2026 წლის 8 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 285.5 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა. ყველაზე დიდი თანხა ამ პერიოდში აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით გავიდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აზერბაიჯანში 49.9 მილიონი დოლარი გადაირიცხა, თურქეთში - 46.2 მილიონი დოლარი, რუსეთში კი 29.8 მილიონი დოლარი.

შემდეგ მოდის უკრაინა, სადაც საქართველოდან 18.2 მილიონი დოლარი გადაირიცხა, 17.1 მილიონი დოლარი გადაირიცხა საბერძნეთში, უზბეკეთი - 16.2 მილიონი დოლარი, ყაზახეთი - 12.9 მილიონი დოლარი, იტალია - 10.9 მილიონი დოლარი, გერმანია - 8.3 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის მიმართულებით გადარიცხვებმა 7.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

მხოლოდ ამ 10 ქვეყნის მიმართულებით 2026 წლის 8 თვეში საქართველოდან 217.4 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც მთლიანად ქვეყნიდან გასული თანხის დაახლოებით 76%-ია. შესაბამისად, საქართველოდან უცხოეთში გასული ფულადი ნაკადები მნიშვნელოვნად არის კონცენტრირებული რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე.

რაც შეეხება მხოლოდ აგვისტოს, საქართველოდან უცხოეთში 33.6 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც დაახლოებით 88 მილიონი ლარის ეკვივალენტია. ეს 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე, 35.7 მილიონ დოლარზე, 5.8%-ით ნაკლებია.

ამავე პერიოდში საქართველოში უცხოეთიდან შემოსული გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 295.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წლიურად 8.2%-იანი კლებაა. შესაბამისად, მხოლოდ აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული გზავნილები საქართველოდან გასულ თანხას დაახლოებით 8.8-ჯერ აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები