საგანმანათლებლო პლატფორმის „ამბავი“ ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერი, ანნა ზანქაიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს, ბანაკზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში" ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პლატფორმა მშობლებსა და ბავშვებს არა მხოლოდ ბანაკს სთავაზობს, არამედ მშობლებისთვის საკონსულტაციო მიმართულებაც აქვთ. კვალიფიციური სპიკერები მათ ონლაინ სივრცეში ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრება, როგორიცაა მაგალითად, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა?, ამასთან რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლება? და ა.შ.
„წინასწარ კონკრეტული სიხშირე განსაზღვრული არ გვაქვს, თუ როდის და რამდენ აქტივობას ჩავატარებთ. ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე ვათავსებთ ხოლმე. არაფორმალურ აქტივობებს უკვე 4 წელია გაუმჯობესებული პროგრამით ვატარებთ. ვფიქრობ, ბანაკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოარჩევს ბანაკს არის საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც გასართობ და სპორტულ აქტივობებთან ერთად გვაქვს ჩანერგილი.
ზოგადად ძალიან გვიხარია, რომ კონკურენცია არის, განსაკუთრებით საზაფხულო ბანაკების. ვფიქრობ, სხვა წლებთან შედარებით განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა წელს. გვაქვს ზამთრის პერიოდზეც ბანაკი, მაგრამ ზაფხულის ბანაკზე სტატისტიკურად უფრო მაღალია ხოლმე მოთხოვნა. გვყავს 6-დან 12 წლამდე ასაკის მონაწილეები და მათთან აქტივობები ასაკის მიხედვით განსხვავდება“, - განაცხადა ზანქაიძემ.
მისივე განმარტებით, საგანმანათლებლო მიმართულება 4 მოდულად იყოფა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ინტერაქციულ ლექციებს ესწრებიან, სადაც კითხვების დასმისა და ფანტაზიის დაკმაყოფილების შესაძლებლობა აქვთ, არაფორმალურ გარემოში. ლექციები ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა ემოციების მართვა, ასევე იდენტობა, თითშეფასების მოდული, სადაც თვით პრეზენტაციის უნარს გამოიმუშავებენ. ასევე შემოქმედებითი აზროვნების განმავითარებელი მოდული და ა.შ. ყველა აქტივობა თამაშის მეშვეობით ხორციელდება.