მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ბაქო-სუფსის მილსადენით 1 მლნ ბარელი ნავთობი გადაიზიდა

მილსადენი

BP-ის ანგარიშის მიხედვით, წელს [სამ კვარტალში] ბაქო-სუფსის მილსადენმა მილიონი ბარელი გაატარა.

წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში სანგაჩალის ტერმინალმა დაახლოებით 166 მილიონი ბარელი ნავთობის და კონდენსატის ექსპორტი განახორციელა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის [BTC] მილსადენის გავლით. აქედან 165 მილიონი ბარელი BTC-ის საშუალებით და 1 მილიონი ბარელი ბაქო-სუფსის ნავთობსადენით.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP), რომელიც ცნობილია ბაქო-სუფსის სახელით, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა ფაქტობრივად გაჩერებულია, სამაგიეროდ გაიზარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დატვირთვა, წელს BTC-ით 21 მლნ ტონაზე მეტი ნავთობი გადაიტანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები