მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს "ბეკოში" ფასები 5-დან 10%-მდე შევამცირეთ - გენდირექტორი ფაქტორებზე

ბეკო

„ბეკო საქართველო“ გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში მათ ტექნიკაზე ფასები 10%-ის ფარგლებში შემცირდა. მიზეზი ლარის გამყარება და ლირის გაუფასურებაა.

რაც შეეხება მოთხოვნას, მელექის თქმით, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში გაყიდვების მაჩვენებელმა 2022 წლის იგივე პერიოდს უკვე 15%-ით აღემატება.

„2023 წლის 9 თვის მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ წინა წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებლები 15%-ით გაიზარდა. 2021-2022-ში ზრდა საკმაოდ დიდი იყო, წელს კი უფრო კარგი მონაცემები გვაქვს. ამის მიზეზი ალბათ არის ისიც, რომ დიდ ქსელებში შევედით, 98 სავაჭრო წერტილი გვაქვს და მთელ საქართველოს ვფარავთ.

უცხოელებთან ერთად იზრდება ადგილობრივების წილიც. ადრე თუ დაბალ და საშუალო სეგმენტზე იყო მოთხოვნა, ახლა საშუალო და მაღალ სეგმენტზეა. რაც შეეხება ფასებს, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასები 5%-დან 10%-მდეა შემცირებული. ამის მიზეზია ლარის გამყარებაც და ლირის გაუფასურებაც, 1 ლარი 10 ლირაა და აქედან გამომდინარეც მოხდა ფასების კლება.

ჩვენი მოლოდინია, რომ ეს წელი გადაასწრებს 2022 წლის მაჩვენებლებს, შავი პარასკევი მოდის, ახალი წელი და დარჩენილ დროში ვფიქრობთ მოთხოვნა გაიზრდება.“ - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები