მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ფასები 30%-ით შევამცირეთ, რამაც მომხმარებელთა რაოდენობა 2-ჯერ გაგვიზარდა" - Snacky

სნექი

წელს ფასები 30%-ით შევამცირეთ, რამაც მომხმარებელთა რაოდენობა 2-ჯერ გაგვიზარდა - ამის შესახებ BM.GE-სთან არაქისის კარაქის მწარმოებელმა კომპანია „სნექის“ დამფუძნებელმა, ზურა მამულაშვილმა განაცხადა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ზურა მამულაშვილი ამბობს, მათი მიზანი არაქისის კარაქზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. შესაბამისად, კომპანიამ ფასები წლის დასაწყისშივე შეამცირა და დაკორექტირებას სამომავლოდაც არ გამორიცხავენ.

„პროდუქციის რეალიზაციას როგორც ონლაინ, ასევე ქსელური მარკეტების, ან საკვები დანამატების მაღაზიების საშუალებით ვახდენთ. ამ ეტაპზე, ისეთ ქსელურ მარკეტებში ვართ წარმოდგენილი, როგორიცაა "ფრესკო", "ზღაპარი" და სხვა.

მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე მაღალია. პროდუქციის სამიზნე აუდიტორია თავდაპირველად გათვლილი გვქონდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანები იქნებოდნენ, რადგან ის კუნთის მასის ზრდასა და სხვა მრავალ დადებით თვისებას შეიცავს. თუმცა, მომხმარებელთა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებლები პროდუქციას აქტიურად ყიდულობენ ბავშვებისთვისაც, ვინაიდან ის ყველა ჯანსაღ ელემენტს იღებს, რაც საჭიროა მათი ზრდისა და განვითარებისთვის.

წლის დასაწყისში მანქანა-დანადგარები განვაახლეთ, რამაც ბრუნვის ზრდა ანუ წარმოების ზრდა განაპირობა. ამის ხარჯზე, ფასები 30%-ით შევამცირეთ, რამაც რეალიზაცია 2 - ჯერ გაგვიზარდა. სამომავლო პერსპექტივაში გვაქვს ფასების კიდევ დაკორექტირება. ამის მიზანი კი ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს. ამჟამად, 400 -გრამიანი ქილის შეძენა საშუალოდ 9 ლარადაა შესაძლებელი“,- აცხადებს მამულაშვილი.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საწარმოში ამ ეტაპზე 13 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, ის ასევე კადრების პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კადრის მუდმივი შენარჩუნება სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ინფორმაციისთვის, კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. Snacky მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები