ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2025 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში ისანი-სამგორის, ვაზისუბნისა და ვარკეთილის უბნებში დაფიქსირდა. საერთო ჯამში 1 426 შემთხვევა - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა გლდანის ზონა - 1 084 დარღვევით, მესამე პოზიციაზე კი ჩუღურეთი-ნაძალადევია, სადაც 904 შემთხვევა გამოვლინდა.
ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების დარღვევების რაოდენობა სხვა უბნებში შემდეგია:

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მთლიანობაში თბილისის მასშტაბით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 4 692 დარღვევა გამოვლინდა.




























