მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 622 შემთხვევა გამოვლინდა

უკანონო მოპოვება

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 622 ფაქტი გამოავლინეს. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ კი 1197 კუბური მეტრი შეადგინა.

მხოლოდ ნოემბერში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 53 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

"ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 10 - იმერეთის სატყეო სამსახურის, 3 - ქვემო ქართლის და 4 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 622 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1197 კუბური მეტრი შეადგინა.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება ტყის აღდგენის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰა ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ჩართულობა სააგენტოს მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიებში. სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები