მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის განსაზღვრა - ნინო კობახიძე

კობახიძე
BM. GE
26.10.23 14:59
39

„ვფიქრობ, 2015 წლიდან უკვე ისტორიული დანიშნულება აქვს „აბრეშუმის გზის ფორუმს", არამხოლოდ პოლიტიკურ და გლობალურ ველზე. ჩვენი აქ ყოფნა, ბიზნესის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თვალსაზრისით და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით“, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსის" გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, წელს ფორუმს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული ჰაბისა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზების კუთხით.

„მთელი რიგი ბიზნესშეხვედრები გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია, რომ წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის განსაზღვრა და ახალი საინვესტიციო პოტენციალის შეთავაზება ჩვენი პარტნიორებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც წარმოდგენილი არიან, როგორც მეზობელი, ასევე ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან", - ამბობს ნინო კობახიძე.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. იგი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები