მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს, კომპანიის მთლიანი დატვირთულობა 70-75%-მდე მერყეობს” -Terminal

ჯინო დოლინი

“დღესდღეობით, კომპანიის მთლიანი დატვირთულობა 70-75%-მდე მერყეობს”,-ამის შესახებ BM.GE-სთან Terminal-ის დირექტორმა, ჯინო დოლინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „ტერმინალის“ დატვირთულობას სეზონი განსაზღვრავს. მაგალითად, იანვარ-თებერვლის თვეებში დატვირთულობა დაბალია. ამასთან, ძალიან გაზრდილია თბილისში კონკურენციაც, რაც გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან მარკეტი იზრდება და ფასები რეგულირდება.

„ძალიან გაზრდილია კონკურენცია, განსაკუთრებით თბილისში. ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან წლების წინ თბილისში ერთადერთები ვიყავით და ახლა დაახლოებით 52 თანამუშაობის სივრცეა, რაც მარკეტის ზრდასა და ფასების რეგულირებას განაპირობებს. ჯანსაღი კონკურენცია კი კარგია.

ქვეყანაში სტანდარტები შემოვიდა და უფრო გამყარდა ის, რაც ჩვენ დავიწყეთ. საქართველოში ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა, რამაც საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყო ხელი.

რაც შეეხება მომხმარებლებს, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან, რომლებიც დატვირთულობის დაახლოებით 65-70%-ს შეადგენს. ესენი არიან ე.წ. ფრილანსერები, მცირე კომპანიები, რომლებიც 3-4 ადამიანისგან შედგება. ამასთან არიან საერთაშორისო კომპანიები და დიდი კომპანიები, რომლებიც წლებია ბაზარზე ოპერირებდნენ,“- აცხადებს დოლინი.

მისივე ცნობით, კომპანიას 6 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ფასების 15%-ით ზრდა საოპერაციო ხარჯების ზრდიდან გამომდინარე, პანდემიის შემდეგ მოუწიათ.

„ჩვენი სერვისი ლარშია და პოლიტიკა გვაქვს ისეთი, რომ ვეწინააღმდეგებით დოლარში სერვისის გაყიდვას. სერვისის ღირებულება 500 ლარია და ამ თანხაში მომხმარებელს საშუალება აქვს მთელი სივრცე აითვისოს, რაც საკმაოდ ხელმისაწვდომია. თუმცა მოთხოვნილი სერვისის შესაბამისად, ეს ფასები მერყეობს,“-განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

რაც შეეხება სამუშაო გეგმებს, კომპანიას საქართველოს მასშტაბით რეგიონში გაფართოება, დროებით შეჩერებული აქვს და მთლიანი რესურსები შიდა განვითარებისკენ აქვს მიმართული. გარდა ამისა, კომპანია საერთაშორისო მიმართულებით განვითარებასაც გეგმავს, რის შესახებაც განცხადება უახლოეს რამდენიმე თვეში მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები