მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ლეჩხუმში 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა - მინისტრი

მინისტრი

წელს ლეჩხუმში 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და რთველმა წარმატებით ჩაიარა - ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი „თამანი“ დათვალიერების დროს განაცხადა.

„მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მევენახეების და მეღვინეების მხარდამჭერ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ლეჩხუმი არის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. წელს, რთველი აქაც წარმატებით ჩატარდა, 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, მათ შორის მარნების შექმნის ხელშეწყობისთვის. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მევენახეებს რაჭასა და ქვემო სვანეთში შექმნან მარნები, საკუთარი ყურძენი თავად გადაამუშაონ და წარმოებული ღვინის რეალიზაციით, მეტი შემოსავლები მიიღონ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარნის მფლობელი ეკატერინე ცვარიანი სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ბენეფიციარია. მან საოჯახო მარნის „თამანი“ აშენება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა.

აღსანიშნავია, რომ „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულება 59 ბენეფიციარს გაუფორმდა. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 8.8 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4.5 მლნ ლარს აჭარბებს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 21 ბენეფიციარის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2.6 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 1.4 მლნ ლარს აღემატება.

ცნობისთვის, წელს ჯამში საქართველოში გადამუშავდა 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები