მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, $26 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა - ოთარ შამუგია

მოცვი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და ევროპელ ექსპორტიორებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ლურჯი მოცვის დაბინავების, სეზონის მიმდინარეობის, განხორციელებული ექსპორტის მნიშვნელობის საკითხები და კულტურის წარმოების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

„წელს, ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა ქვეყნიდან. ჩვენ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, დაახლოებით 2700 ჰა მოცვის ბაღის გაშენებას შევუწყვეთ ხელი და ყოველწლიურად, ამ ბაღებიდან მოსავლის მზარდ რაოდენობას ველოდებით. მომავალ წლებში, მოსალოდნელია დაახლოებით 20-25 000 ტონა მოსავლის მიღება. პარალელურად, მნიშვნელოვანია მიღებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე დივერსიფიცირებულად რეალიზაციაში ხელშეწყობა. წელს, 500 ტონა ქართული ლურჯი მოცვი ექსპორტირდა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ გვინდა შედეგების გაუმჯობესება. შესაბამისად, სექტორს მომავალშიც მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ მოცვის დაბინავების სეზონმა წარმატებით ჩაიარა. სრულად გამართული იყო ლოგისტიკური მომსახურება. გამოწვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. ჩვენ გვსურს, პირადად გაგიზიაროთ, იმ პოზიტიური გამოხმაურების შესახებ, რაც ქართული მოცვის ევროკავშირის ბაზარზე შეტანამ გამოიწვია. ქართველმა ფერმერებმა არაჩვეულებრივად იმუშავეს. ვფიქრობთ, რომ ქართულ ლურჯ მოცვს წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა აჰმედ აქტაშმა, ექსპორტიორმა, კომპანიის „Wonderland Farmers“ დამფუძნებელმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები