მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს მოვახერხეთ, სრულად მოგვეცვა სტუდენტების საჭიროებები" - BOG-ის CSR მიმართულების ხელმძღვანელი

ანა ლომთაძე
სტატიაში საუბარია:

"იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური პროგრესი და ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანია და სამომავლოდ ამას სწორედ სტუდენტები უზრუნველყოფენ გვინდოდა, მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის" - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე "ბიზნესის კვირეულთან" წლის შეჯამებისას საუბრობს.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს "საქართველოს ბანკმა" სტუდენტების საჭიროებები არა მხოლოდ სწავლის დაფინანსების, არამედ საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის ნაწილშიც დაფარა.

"გარდა სასტიპენდიო პროგრამისა სწავლის პერიოდში, წელს გვქონდა საშუალება, გვქონოდა მეორე სასტიპენდიო პროგრამაც, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ სტიპენდიას სწავლისთვის, ეს იყო მხარდაჭერა ცხოვრების ხარჯების დაფინანსების კუთხითაც და სხვა მიმართულებითაც, რაც შეიძლება საჭირო ყოფილიყო. წელს მოვახერხეთ, რომ სრულად მოგვეცა სტუდენტების საჭიროებები, "მაკ ჯორჯიასთან" ერთად პარტნიორობით და ეს ძალიან გვახარებს, იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივეცით საშუალება, რომ ესარგებლა სტიპენდიით. უკვე ასობით სტიპენდიატი გვყავს წლის განმავლობაში", - ამბობს ანა ლომთაძე.

"საქართველოს ბანკი" სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობასაც აძლევს. როგორც CSR მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, ამ მიზნით ბანკს ორი პროგრამა აქვს შემუშავებული, მათ შორის ერთი რეგიონებში.

"სტუდენტებს დასაქმებისთვის ლიდერატორის პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ. ის მორგებულია მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც შემდეგ სრულად დასაქმებაზე გადადიან, როდესაც ამთავრებენ პროგრამას და მონაწილეთა 90%-ზე "საქართველოს ბანკის" სრულფასოვან თანამშრომლად რჩება.

მეორე პროგრამა, რომელიც გვაქვს უშუალოდ რეგიონებში დასაქმებისთვისაა, აქ უკვე სხვადასხვა არჩევანის საშუალება აქვთ სტუდენტებს და იქაც ძალიან მაღალია "საქართველოს ბანკში" დარჩენის საშუალება. ეს სრული ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვგონია, რომ ყველა ეტაპზე, სადაც შეგვიძლია სტუდენტს დავხვდეთ, სტუდენტს ვხვდებით და ამ შესაძლებლობას ვუზიარებთ", - ამბობს ანა ლომთაძე.

"საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელმა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ჩივნინგის" და "ფულბრაიტის" პროექტით მათ კვლავ აქვთ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დაფინანსების საშუალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები