მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა

დავები

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში მსჯავრდებულთა რაოდენობა წლიურად 40%-ით გაიზარდა და 13 921 შეადგინა.

დანაშაულის სახეების მიხედვით ყველაზე მკვეთრი ზრდა ნარკოტიკულ დანაშაულებზე დაფიქსირდა (+90.1%).

დანაშაულის სახე 2025 (I-II კვ.) 2026 (I-II კვ.) ცვლილება (რაოდენობრივი) ცვლილება (%)
მსჯავრდებულები, სულ 9,941 13,921 +3,980 +40%
ნარკოტიკული დანაშაული 2,044 3,885 +1,841 +90.1%
ქურდობა 1,528 1,806 +278 +18.2%
ძარცვა 129 192 +63 +48.8%
ტრანსპორტის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევა 324 385 +61 +18.8%
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 66 89 +23 +34.8%
ხულიგნობა 42 61 +19 +45.2%
განზრახ მკვლელობა 29 38 +9 +31%
ყაჩაღობა 49 54 +5 +10.2%
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში 28 26 -2 -7.1%
გაუპატიურება 19 11 -8 -42.1%
სხვა დანაშაული 5,683 7,374 +1,691 +29.8%

გასულ წლებში მსჯავრდებულთა ჯამური რაოდენობა ასეთია:

  • 2021 წელი: 15 412 მსჯავრდებული

  • 2022 წელი: 18 850 მსჯავრდებული

  • 2023 წელი: 18 547 მსჯავრდებული

  • 2024 წელი: 16 961 მსჯავრდებული

  • 2025 წელი: 22 767 მსჯავრდებული

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები