მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს პასკის ფასი 29 ლარია, თუმცა მომავალ წელს პროდუქციის გაძვირება მომიწევს“ - "ფუსფუსი"

პასკა

საკონდიტრო „ფუსფუსის“ დამფუძნებელი, ნათია ყუბუსიძე BM.GE-თან სააღდგომო პერიოდში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ინგრედიენტზე ფასმა მოიმატა.

მისივე ცნობით, პასკებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში არის ძალიან მაღალი, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, პასკების აღდგომის შემდგომ პერიოდში ცხობაც უწევთ.

„შარშანდელთან ზუსტ შედარებას ვერ გავაკეთებ, რადგან წელს უკვე ოფიციალურად გავხსენი „ფუსფუსის“ კაფე და ცნობადობამ მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. როდესაც პასკებს სახლში ვაცხობდი, მხოლოდ იმ რაოდენობას ვაცხობდი, რასაც საკუთარი ძალებით გავწვდებოდი. სხვა შეკვეთებს კი ვაჩერებდი.

პასკებზე მოთხოვნა განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში არის ძალიან მაღალი, თუმცა მე აღდგომამდეც და მას შემდეგაც მიწევს ხოლმე პასკის გამოცხობა. ამას „ფუსფუსელები" ითხოვენ.

წლევანდელი ჩემი პასკის ფასი არის 29 ლარი და 600 გრამიანია. თუმცა ვფიქრობ, რომ იაფია და მომავალ წელს, ამ ფასად პასკას ვეღარ გავყიდი. შესაბამისად, მისი გაძვირება მომიწევს, რადგან ხარჯები და ვალდებულებები გადავფარო“, - აცხადებს ყუბუსიძე.

კომპანიის დამფუძნებელი გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გარდა ინგრედიენტებისა მათთვის გამოწვევა იყო კაფეს გახსნა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას ობიექტი იჯარით აქვს აღებული, მათ ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები