მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს ქართლის ქარის სადგურის გენერაცია 8%-ით გაიზარდა

ქარის ელექტროსადგური

2023 წლის ექვს თვეში საქართველოს ერთადერთმა ქარის სადგურმა 42,74 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 7.7%-ით არის გაზრდილი. ქარის სადგურის გამომუშავებამ ჯამური მიწოდების მხოლოდ 0.6% შეადგენდა. 

ქართლის ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია და ის 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

2023 წლის პირველ ნახევარში ჯამური მოთხოვნის 69.7% ჰიდროგენერაციით დაკმაყოფილდა, მიუხედავად მთლიანი გამომუშავების 3.6%-იანი კლებისა. ჰიდროენერგიის კლება უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო ენგურისა და ვარდნილის კასკადის გენერაციის 14%-იანი წლიური შემცირებით. მოთხოვნის დანარჩენი 29.8% დაკმაყოფილდა თბოსადგურების გენერაციით (21.9%) და იმპორტით (7.8%). თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი 49%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები