აგვისტოში ქართული ბანკების საბანკო ბარათებით 91 246 290 ოპერაცია შესრულდა. მათ შრის 5 953 269 ოპერაცია უცხოეთში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში საზღვარგარეთ ქართული ბარათებით 849 609 000 ლარის ოპერაციების განხორციელდა,181 მლნ-ით მეტი ვიდრე შარშან.
8 თვეში კი, რეზიდენტი ბანკების ბარათებით უცხოეთში 6.3 მლრდ ლარის ოპერაციებია შესრულებული. წლიურად ზრდა 1.3 მლრდ ლარი ანუ 27%-ია.
განხორციელებული ოპერაციებიდან 5.7 მლრდ ლარი ტერმინალებით გატარდა.