მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ₾16 მილიონი დაიხარჯება

2024 წლისთვის სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა. ჯამში მარკეტინგულ აქტივობებზე ღვინის ეროვნული სააგენტო წელს 16 მილიონ ლარს დახარჯავს. შემუშავდა ახალი სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის წახალისებას ითვალისწინებს.

საუბარია ქვეყნის შიგნით ღვინის ფესტივალების, დეგუსტაციების და სხვა ღონისძიებების ხარჯების თანადაფინანსებაზე, რომლის ბიუჯეტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლისთვის 1,5 მილიონი ლარია. სააგენტოს ინფორმაციითვე, სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობები მოიცავს ტრადიციულ გამოფენებში მონაწილეობას, როგორც დიუსელდორფში, ასევე პარიზში, ნიუ იორკში, კორეასა და იაპონიაში.

სააგენტოს არჩეული აქვს სტრატეგიული ბაზრები, სადაც კონტრაქტორების საშუალებით მოახდენს ღვინის პოპულარიზაციას. სტრატეგიულ ბაზრებს შორისაა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. რამდენად ეფექტიანად ვხარჯავთ ფულს მარკეტინგში, რამდენად იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და რა მნიშვნელობა აქვს ბაზრების დივერსიფიცირებას?

სტუმრები: შალვა ხეცურიანი - მეღვინე, "სომელიეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;

იაგო ბიტარიშვილი - "იაგოს ღვინის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები