მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქვეყანამ $76,2 მილიონის შოკოლადი იყიდა - მთავარი ბაზარი რუსეთია

კაკაო

2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანამ საიმპორტო ბაზრებზე 76,2 მილიონი დოლარის ღირებულების, 18,8 ათასი ტონა შოკოლადის და კაკაოს შემცველი სხვა მზა პროდუქტები იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტი მოცულობისგან განსხვავებით ღირებულებაში მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც პროდუქტის ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს. გასული წლის 11 თვეში იმპორტი $65,7 მილიონს [18 ათასი ტონა] შეადგენდა.

საქართველო შოკოლადის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან ახორციელებს. მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ რუსეთში 24,6 მილიონი დოლარის ღირებულების, 7,680 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი სხვა მზა პროდუქტები იყიდა. მთავარ საიმპორტო ბაზრებს შორის არიან უკრაინა და თურქეთი.

ქვეყნები, სადაც საქართველო შოკოლადს და კაკაოს შემცველ მზა პროდუქტებს ყიდულობს:

რუსეთი - $24,6 მილიონი [7,680 ტონა]

უკრაინა - $9,5 მილიონი [2,604 ტონა]

თურქეთი - $8,4 მილიონი [1,942 ტონა]

პოლონეთი - $6,4 მილიონი [1,442 ტონა]

ბელგია - $4,7 მილიონი [1,015 ტონა]

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წელს საქართველოდან შოკოლადის და კაკაოს შემცველი სხვა მზა პროდუქტის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. თუ გასული წლის 11 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 4,1 მილიონი დოლარის ღირებულების, 992 ტონა პროდუქტი გავყიდეთ, წელს ეს მაჩვენებელი 7,3 მილიონ დოლარამდე [1, 351 ტონა] გაიზარდა.

ქვეყნები, სადაც საქართველო შოკოლადის და კაკაოს შემცველ მზა პროდუქტებს ყიდის:

სომხეთი - $2,7 მილიონი [501 ტონა]

ირანი - $1,7 მილიონი [301 ტონა]

აზერბაიჯანი - $1,3 მილიონი [283 ტონა]

უზბეკეთი - $1,1 მილიონი [205 ტონა]

საუდის არაბეთი - $134 ათასი [38 ტონა]

საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორისაა რუსეთი, ჩინეთი და ბურკინა-ფასო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები