19.09.23 16:47
2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა და ქვეყანაში 19 მილიონ 973 ათასი დოლარის ღირებულების 5 050 ტონა მოხალული, ან მოუხალავი ყავა შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ამავე პერიოდში ყავის იმპორტის მოცულობა 4 859 ტონა, ღირებულება კი 17 მილიონ 596 ათასი დოლარი იყო. 8 თვის იმპორტის დინამიკა აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყავის შემოტანის მაჩვენებელი იზრდება.
წლიდან წლამდე ყავის მთავარი საიმპორტო მომწოდებელი ქვეყანა სტაბილურად ინდონეზიაა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ყავის საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული ასე გამოიყურებოდა:
ამ ქვეყნების გარდა ყავის იმპორტი ამ პერიოდში სომხეთიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ბულგარეთიდან, ბრაზილიიდან, ბელგიიდან, უგანდიდან კოლუმბიიდან და უმნიშვნელო რაოდენობებით სხვა ქვეყნებიდანაც შემოვიდა.
ასევე ნახეთ::