მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქვეყანაში 514 ღვინის კომპანია დარეგისტრირდა - რამდენი ღვინის კომპანიაა ბაზარზე?

წარმოება

ღვინის სამშობლოში შემოდგომა განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყურძნის კრეფა კახეთიდან იწყება და რაჭა-ლეჩხუმში სრულდება. საქართველოში ღვინის ინდუსტრია მუდმივ ვითარდება და წლიდან წლამდე მწარმოებელი კომპანიების რიცხვიც იზრდება. დიდი, საშუალო, მცირე მარნები, ბიო და ორგანული ღვინის მწარმოებლები სულ უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია მაღალი კატეგორიის სეგმენტში უნდა მოხდეს, რათა ქართულმა პროდუქტმა საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო ადგილი დაიმკვიდროს. ამ პროცესში კი კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

ღვინის ინდუსტრიისთვის აქტიურ პერიოდში BM.GE ქვეყანაში დარეგისტრირებული ღვინის კომპანიების რაოდენობით და წლიურად წარმოებული ღვინის მოცულობით დაინტერესდა და ეს ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

სახელმწიფო უწყების ცნობით, 3 ოქტომბრის მდგომარეობით ღვინის ეროვნულ სააგენტოში 2 598 ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში წელს ყველაზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა, რომელთა რაოდენობამ 514 შეადგინა. 2022 წელს ახლად დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 372 იყო, 2021 წელს კი 364. უწყებაში დარეგისტრირებული კომპანიების ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში წარმოებული ღვინის მოცულობა 2 მლნ ლიტრით გაიზარდა და 181 მლნ ლიტრი შეადგინა. ამავე წელს ექსპორტზე 103 368 263 ლიტრი ღვინო გავიდა.

2021 წელს ღვინის წარმოების მაჩვენებელი 179 მლნ ლიტრი იყო. საექსპორტო ბაზრებზე აღნიშნულ პერიოდში 80 466 571 ლიტრი გაიყიდა.

აღსანიშნია, რომ 2023 წლის 9 თვეში ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 67 644 428 ლიტრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები