მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საგარეო ვალის მომსახურება 100 მილიონით მცირდება - მინისტრი

ხელფასი

წელს საქართველოს საგარეო ვალდებულებების მომსახურება 100 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. არსებული გეგმით, მთავრობა წელს საგარეო ვალების მომსახურებაზე 1.7 მილიარდი ლარის, ხოლო შიდა ვალის მომსახურებაზე 715 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა. 

„საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება და წელს შემცირდება ეს თანხა 100 მლნ ლარით, რაც გარკვეულწილად ვალუტის კურსის ანუ ლარის გამყარებით არის გამოწვეული წინა პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის ინფორმაციითვე, 2023 წლის ბოლოსთვის  საქართველოს მთავრობის ვალის მოსალოდნელი საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მშპ-ის 39,6%-ია. 

2023 წლის არსებული ბიუჯეტით, სახელმწიფოს 3.64 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღება აქვს დაგეგმილი, საიდანაც 1.4 მილიარდი ლარი შიდა ვალი, ხოლო 2.24 მილიარდი ლარი საგარეო ვალია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები