მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დატვირთვა 3%-ით გაიზარდა

გაზი

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ის ცნობით, სამხრეთ კავკასიურ მილსადენში (იგივე ბაქო-თბილისი-ერზერუმი) გადატანილი ბუნებრივი აირის მოცულობა იანვარ-მაისში 3%-ით გაიზარდა.

კერძოდ, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მილსადენით 17.5 მილიარდი მ3 გაზი გადაიზიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-იანი ზრდაა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შარშან გაზსადენით დაახლოებით 23 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიტანეს. SCP-ი 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო, ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები