2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 378 ათასი აშშ დოლარის 119 ტონა მზა წვნიანები და ბულიონები იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 24%-ით, რაოდენობაში კი 67%-ით მეტია.
მთავარი იმპორტიორი თურქეთია. 2025 წლის 3 თვეში TOP-5 კი ასე გამოიყურება:
- თურქეთი - $160.6 ათასის 61.1 ტონა;
- რუსეთი - $157.6 ათასის 49.7 ტონა;
- საფრანგეთი - $28.8 ათასის 4.4 ტონა;
- იტალია - $14.9 ათასის 1.9 ტონა;
- ნიდერლანდები - $4.7 ათასის 0.04 ტონა.
მცირე რაოდენობით მზა წვნიანები საქართველომ იყიდა სამხრეთ კორეის, იაპონიის და სხვა ქვეყნებიდანაც.
წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი მზა წვნიანი საქართველომ 2023 წელს შეიძინა 617 ათასი აშშ დოლარის. იქამდე კი, 2014 წელს ნახევარ მილიონზე მეტის ღირებულების.
























