წელს, ტუალეტის ქაღალდის იმპორტი გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ტუალეტის ქაღალდის იმპორტმა $19 მილიონს მიაღწია, რაც 18.6%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($16 მლნ). იმპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 9 650 ტონა შეადგინა, რაც 18.1%-ით მეტია 2024 წლის 10 თვის მაჩვენებელზე, რომელიც 8 165 ტონას გულისხმობს.
წელს, ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო, საიდანაც ქვეყანაში $14.9 მლნ-ის ღირებულების 7 197 ტონა ტუალეტის ქაღალდი შემოვიდა.
საქართველოსთვის ტუალეტის ქაღალდის მთავარი იმპორტიორები 2025 წლის 10 თვის მონაცემებით ასეთია:
- თურქეთი – $14.9 მლნ, 7 197 ტონა;
- რუსეთი – $2.7 მლნ, 1 622 ტონა;
- უკრაინა – $666 ათასი, 622 ტონა;
- ავსტრია – $462 ათასი, 144 ტონა;
- გერმანია – $141 ათასი, 35 ტონა.




























