მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს საქართველომ 56 807 ტონა მარილი იყიდა - TOP-5 იმპორტიორი

მარილი

2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 5.7 მლნ აშშ დოლარის 56 807 ტონა მარილი შეიძინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს თანხაში 25%-ით რაოდენობაში კი 25.3%-ით აჭარბებს.

9 თვის მონაცემებით საქართველომ მარილი შემდეგი ქვეყნებიდან იყიდა:

  1. თურქეთი - 2.4 მლნ აშშ დოლარის 30 187 ტონა;
  2. ირანი - 1.2 მლნ აშშ დოლარის 17 596 ტონა;
  3. აზერბაიჯანი - 974.4 ათასი აშშ დოლარის 5 787 ტონა;
  4. რუსეთი - 610.7 ათასი აშშ დოლარის 1 984 ტონა;
  5. ყაზახეთი - 103.9 ათასი აშშ დოლარის 528 ტონა.

ცნობისთვის, საქართველო რუსული სუფრის მარილის იმპორტიორთა ხუთეულში მოხვდა.

მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ცხრა თვეში საქართველოს წილმა რუსული მარილის ექსპორტის საერთო ღირებულებაში 5% შეადგინა, რაც ქვეყანას ტოპ ხუთეულში ხვედრითი წილით მეხუთე ადგილს ანიჭებს.

ტოპ იმპორტიორთა სია ასე ნაწილდება:

  • ყაზახეთი – 30%;
  • ჩინეთი – 27%;
  • ბელარუსი – 11%;
  • მონღოლეთი – 6%;
  • საქართველო – 5%.

საერთო ჯამში, რუსეთმა წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში უცხოურ ბაზრებზე დაახლოებით 37 000 ტონა სუფრის მარილი გაიტანა, რომლის ღირებულება თითქმის 9 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები