2024 წლის 6 თვეში ავოკადოს იმპორტი 52.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 2.2 მლნ აშშ დოლარის 988 ტონა ავოკადო იყიდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 1.4 მლნ აშშ დოლარის 788 ტონა.
რაც შეეხება ბარებს, იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
- ნიდერლანდები - $1.1 მლნ-ს 359.1 ტონა;
- თურქეთი - $795.2 ათასის 513.2 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამირო - $171.1 ათასის 79.6 ტონა;
- კენია - $40.8 ათასის 24 ტონა;
- პერუ - $21.5 ათასის 12.6 ტონა;
ასევე, 200 კგ ავოკადო შემოვიდა საფრანგეთიდანაც.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ 22.1 ათასი აშშ დოლარის 13.2 ტონა ადგილობრივი ავოკადო გაყიდა. ექსპორტის სრული მოცულობა სომხეთში განხორციელდა. ისევე, როგორც გასულ წელს. მაშინ, ავოკადოს ექსპორტმა 13.1 ათასი აშშ დოლარის 7 ტონა შეადგინა.