საქართველოს ლუდის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაეზარდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეებში ქვეყანამ 3 139 555 ლიტრი ლუდის რეალიზაციიდან $3.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს $2.9 მლნ-ის 2 483 426 ლიტრი ლუდი ჰქონდა გაყიდული.
აღნიშნული მონაცემი ცხადყოფს, რომ საქართველოს ლუდის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 23%-ით, ხოლო გაყიდული მოცულობა 26%-ით გაეზარდა.
ქვეყნისთვის წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც საქართველომ 1 014 900 ლიტრი ლუდის რეალიზაციიდან $1.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო.
ლუდის მთავარი საექსპორტო ქვეყნების TOP 10 ასეთია (2025/6თქვე) :
- ყაზახეთი - $1.1 მლნ, 1 014 900 ლიტრი;
- რუსეთი - $522 ათასი, 444 182 ლიტრი;
- სომხეთი - $459 ათასი, 443 407 ლიტრი;
- აზერბაიჯანი - $288 ათასი, 173 552 ლიტრი;
- ისრაელი - $244 ათასი, 253 345 ლიტრი;
- ყირგიზეთი -$228 ათასი, 145 407 ლიტრი;
- ლიეტუვა - $124 ათასი, 116 972 ლიტრი;
- უზბეკეთი -$123 ათასი, 94 671 ლიტრი;
- თურქმენეთი -$103 ათასი, 57 465 ლიტრი;
- პოლონეთი - $100 ათასი, 95 180 ლიტრი.
რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში საქართველომ 8 817 685 ლიტრი ლუდი შეიძინა, რაშიც $9.8 მლნ გადაიხადა. მონაცემები ცხადყოფს, რომ წლიურ ჭრილში იმპორტირებულ ლუდში გადახდილი თანხა, 21.8%-ით მეტია.
ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ბაზარი წელს გერმანიაა, სადაც ქვეყანამ 2 913 649 ლიტრი ლუდი შეიძინა, რაშიც $3.8 მლნ გადაიხადა.
წელს, 6 თვეში მთავარი საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:
- გერმანია - $3.8 მლნ, 2 913 649 ლიტრი;
- რუსეთი - $1.2 მლნ, 1 396 605 ლიტრი;
- თურქეთი -$869 ათასი, 1 097 687 ლიტრი;
- ჩეხეთი - $803 ათასი, 608 296 ლიტრი;
- ნიდერლანდები - $589 ათასი, 515 133 ლიტრი;
- მექსიკა -$530 ათასი, 284 841 ლიტრი;
- ბელგია -$433 ათასი, 285 078 ლიტრი;
- ესპანეთი - $365 ათასი, 360 578 ლიტრი;
- უკრაინა -$241 ათასი, 607 119 ლიტრი;
- აზერბაიჯანი - $191 ათასი, 225 120 ლიტრი.




























