საქართველომ იანვარ-ივნისში 4.03 მლნ აშშ დოლარის 2,886 ტონა მარწყვი იყიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე 99.5%-ით მეტია. 2023 წლის 6 თვეში მარწყვის იმპორტმა 936.5 ათასი აშშ დოლარის 3,461 ტონა შეადგინა.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი, შემდეგია:
- თურქეთი - 3.9 მლნ აშშ დოლარის 2,852 ტონა;
- საბერძნეთი - 25.6 ათასი აშშ დოლარის 17.6 ტონა;
- აზერბაიჯანი - 17 ათასი აშშ დოლარის 14.2 ტონა;
- ეგვიპტე - 2.9 ათასი აშშ დოლარის 1.4 ტონა.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს 216.1 ათასის 138 ტონა ქართული მარწყვი გაიყიდა, რაც გასულ წელზე 32.3%-ით მეტია.
მთავარი საექსპორტო ბაზარი 2024 წელს სომხეთი იყო, სადაც 137.2 ათასი აშშ დოლარის 111 ტონა მარწყვი გაიყიდა. 78.9 ათასი აშშ დოლარის 27 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა რუსეთში.
აღსანიშნავია, რომ წელს მარწყვის იმპორტის კუთხით აბსოლუტური რეკორდია.