მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 13 გამოფენა-ფესტივალი გაიმართა

ღვინის გამოფენა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 13 ღვინის გამოფენა-ფესტივალი და პროფესიული ღონისძიება გაიმართა.

როგორც ეროვნული სააგენტო იტყობინება, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, სააგენტოს მხარდაჭერით, გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: „Zero Compromise“, „ღვინის სალონი შერეკილები“, „საამური - ბუნებრივი ღვინის გამოფენა“, „Wine Ambassadors“, „მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი“, „იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი“, „ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი“, „ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი“, „მერანო“, „ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი“, კონკურსისაქართველოს საუკეთესო სომელიე“, „თბილისის გასტრო კვირეულიდა ღვინის გამოფენა „Red & White“.

აღნიშნულ პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა და საზოგადოებაში ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე, მეღვინეობის სექტორის განვითარებას, ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერებას და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და ხარისხის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები