მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა - G&T

სასტუმრო

სასტუმროების რაოდენობის ზრდა 2024 წელსაც გაგრძელდა. Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში სასტუმროების რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა, ხოლო ნომრები 4%-ით 36 742-მდე.

სასტუმროების რაოდენობა ბოლო ხუთ წელში:

  • 2020 წელი - 918 სასტუმრო
  • 2021 წელი - 1 062 სასტუმრო
  • 2022 წელი - 1 133 სასტუმრო
  • 2023 წელი - 1 188 სასტუმრო

სასტუმროს ოთახების რაოდენობა ბოლო ხუთ წელში:

  • 2020 წელი - 26.4 ათასი
  • 2021 წელი - 29 ათასი
  • 2022 წელი - 32.9 ათასი
  • 2023 წელი - 35.4 ათასი

ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისშია, მთლიანი რაოდენობის 36%-ით, შემდეგ მოდის აჭარა 30%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი. 2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 6.4%-იანი ზრდაა. წელს სამ კვარტალში ქვეყანაში 5.04 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი. სამი კვარტლის მონაცემებით, წელს ტურიზმის შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაზრდილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები