მიმდინარე წლის I კვარტალში სასტუმროს მშენებლობის 32 ნებართვა გაიცა, მათგან ყველაზე მეტი - 9 სასტუმროს მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე ნებართვა აჭარაში გაიცა, 8 - სამცხე-ჯავახეთში, 7 - თბილისში, 3-3 - იმერეთსა და კახეთში, ხოლო 1-1 - ქვემო ქართლში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
საქსტატის ცნობით, ჯამში სხვადასხვა ტიპის ობიექტის მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე იანვარ-მარტში გაცემულია 2,358 ნებართვა. მათ შორის ყველაზე მეტი საცხოვრებელ შენობებზე მოდის (1630), მეორე ადგილზეა სამრეწველო და სასაწყობო შენობა - 183 ნებართვით, სავაჭრო ობიექტი - 161, ადმინისტრაციული შენობა - 28, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი - 27, კაფე-რესტორანი - 20 და სხვა.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებულ ობიექტებს, მიმდინარე წლის I კვარტალში ექსპლუატაციაში მიიღეს 11 სასტუმრო ობიექტი. მათ შორის 3-3 იმერეთსა და კახეთში, 2-2 აჭარასა და თბილისში, ხოლო 1 - მცხეთა-მთიანეთში.
სხვა ტიპის ობიექტებს შორის არის 403 საცხოვრებელი შენობა, 82 - სავაჭრო ობიექტი, 4 - კაფე-რესტორანი და სხვა.
ჯამში, I კვარტალში ექსპლუატაციაში 698 ობიექტი მიიღეს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 841 იყო.


























