ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების 418 ფაქტი გამოვლინდა.
მათივე ცნობით, მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა 46 სამართალდარღვევა, რის შედეგადაც ამოღებული და სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებულია სხვადასხვა სახეობის 158 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
სტატისტიკის მიხედვით, უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- იმერეთი – 1 ფაქტი
- სამცხე-ჯავახეთი – 7 ფაქტი
- გურია – 13 ფაქტი
- ქვემო ქართლი – 7 ფაქტი
- კახეთი – 10 ფაქტი
- მცხეთა-მთიანეთი – 1 ფაქტი
- შიდა ქართლი – 5 ფაქტი
- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 2 ფაქტი
გარდა ამისა, აგვისტოში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 8 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის:
- სამცხე-ჯავახეთი – 1
- ქვემო ქართლი – 1
- შიდა ქართლი – 5
- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 1
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტია გამოვლენილი, ხოლო „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული უკანონო რესურსის მოცულობამ 1093 კუბურ მეტრს მიაღწია.




























