მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ვერ შევხვდებით საახალწლო სოფელში... ვფიქრობთ, საზეიმო განწყობა ნამდვილად არაა" - BAMO

BAMO

ხის დეკორისა და მცირე ზომის ავეჯის მწარმოებელმა კომპანიამ "ბამო" განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საახალწლო სოფელში მათი სტენდი არ იქნება წარმოდგენილი, რადგან ქვეყანაში საზეიმო განწყობა ნამდვილად არ არის.

"ჩვენო გულშემატკივრებო და ძვირფასო მომხმარებლებო, წელს ვერ შევხვდებით საახალწლო სოფელში და მსგავს დაგეგმილ ღონისძიებებზე. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ვფიქრობთ საზეიმო განწყობა ნამდვილად არა არის. ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, ვშრომობდით და ვქმნიდით. ბევრმა თქვენგანმა იცით თუ როგორი მნიშვნელოვანი და ძვირფასია ახალი წელი ჩვენთვის, ბამო სახლები მეტწილად ახალ წელთან ასოცირდება და სწორედ ამ დროს გამოვიფინებით ხოლმე თქვენს სახლებშიც", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო არაერთმა მცირე ბიზნესმა, რომლებიც წლევანდელ საახალწლო სოფელში არ იქნებიან წარმოდგენილი. გარდა ამისა, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" განცხადებით, წელს საახალწლო ქარავანი არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები