მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს ყურადღების გამახვილება ორ ძირითად საკითხზე გვსურს" - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტი
10.02.25 18:25
2099

"ოცნების" პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ 2025 წელს კომიტეტის საქმიანობის ორ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს გვსურს ორ ძირითად საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფციის დოკუმენტი და მეორე უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შემუშავება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტი მის წინაშე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გარკვეული პერიოდებით მოიწვევს და მათ ანგარიშებს მოისმენს. მისივე თქმით, კომიტეტი, მიმდინარე წელს, კანონმდებლობის აღსრულებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ეფექტიან მონიტორინგს განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები