მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, ყურძნის გადამუშავების პროცესში, 600 ღვინის მარანი ჩაერთო

რთველი ყურძენი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, ჩართული იყო 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი სრულად დაბინავებულია. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 300-მდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა.

მევენახეობის მთავარ რეგიონებში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 291 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია.

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს მოსავლის დაბინავება როგორც კახეთში, ისე რაჭა-ლეჩხუმში ნაადრევად დაიწყო: კახეთში 13 აგვისტოდან, რაჭაში 23 სექტემბრიდან და ლეჩხუმში 4 ოქტომბრიდან. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში და რაჭაში რთველის პიკური პერიოდი დროში ერთმანეთს ემთხვეოდა, საორგანიზაციო შტაბის მიერ უზრუნველყოფილი იყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება. ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, ჩართული იყო 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები