მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს ყველაზე მასშტაბური გამოფენა იყო, 450 კომპანია იღებდა მონაწილეობას" - როგორია UzBuild 2026, სადაც უზბეკეთი უმსხვილეს სამშენებლო გამოფენას მასპინძლობს

სს

10–12 თებერვალს ტაშკენტი რეგიონული სამშენებლო ინდუსტრიის მთავარი შეხვედრის ადგილი ხდება, სადაც ცენტრალური აზიის უდიდესი სამშენებლო გამოფენა UzBuild 2026 იმართება.

ტაშკენტში წარმოდგენილია უახლესი ტენდენციები, ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორიდან.

როგორც BMGTV-ის ეთერში “ლოიალტე უზბეკეთის” მმართველმა პარტნიორმა ბაჩანა შელიამ განაცხადა, წელს ყველაზე მასშტაბური გამოფენა იყო, რადგან 450 კომპანია იღებდა მონაწილეობას. გასულ წელს კი 418 კომპანია მონაწილეობდა.

გარდა ამისა, როგორც ბაჩანა შელია ამბობს, წელს საქართველო ტაშკენტში წარმოდგენილი იყო, როგორც კოლექტიური სტენდი.

"წელს საქართველო იყო წარმოდგენილი, როგორც კოლექტიური სტენდი. წელს ცალკე ბლოკი არის დათმობილი ქართული კომპანიებისთვის სადაც უკვე არსებულ ქართულ კომპანიებს უზბეკეთში, რომლებიც უკვე რამდენიმე წელი ოპერირებენ, შესაძლებლობა ექნებათ იმ დამწყებ ქართულ ბიზნესებს შესაძლებლობა მისცენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ," - განაცხადა მან.

რაც შეეხება შედეგებს და მაჩვენებლებს, ბაჩანა შელია ამბობს, რომ შარშანდელი წლის სამშენებლო სექტორმა შეადგინა დაახლოებით, 26 მილიარდი დოლარი, სადაც ადგილობრივი წარმოება იყო 6 მილიარდი. ციფრებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 11 მილიონი კვადრატული მეტრი გაიყიდა. ეს არის 500 000 ბინა.

"რაც ყველაზე მიმზიდველია ეს ყველაფერი არ მოხდა მხოლოდ ტაშკენტში და მხოლოდ ცენტრალურ ადგილებში. რეგიონების მიხედვითაც კარგი გადანაწილებაა. მარტო ტაშკენტი რომ ავიღოთ, დაახლოებით 600 000 კვადრატული მეტრი გაიყიდა და მთლიან ტაშკენტის რეგიონს რომ შევადაროთ 3 მილიონამდე იყო, დანარჩენი 8 მილიონი კი რეგიონებზე მოდის.

“ლოიალტე უზბეკეთის” მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ასევე საქართველოს გამოცდილება უზბეკეთისთვის საკმაოდ საინტერესოა: "დიდი ინტერესი აქვთ ჩვენი გამოცდილების გაზიარებისთვის რადგან ჩვენ ეს ეტაპი რასაც ახლა უზბეკეთის სამშენებლო სექტორი გადის, ჩვენ გავიარეთ 10 წლის წინ".

რაც შეეხება გეგმებს, მისი თქმით მომავალ წელს კიდევ გაიმართება ანალოგიური შეხვედრა და 150-მდე კომპანიამ გამოთქვა სურვილი, მომავალი წლისთვის დაიწყონ მომზადება.

ამასთან აღსანიშნია, რომ “ლოიალტემ“ აიღო კოლექტიური სტენდის მოწყობისთვის ერთ-ერთი ჯილდობ და შემდეგი ღონისძიება 28-30 აპრილს გაიმართება.

"ეს იქნება სამედიცინო, სტომატოლოგია და ბიუთი მიმართულება, რომელსაც ორგანიზებას გავიკეთებთ, ჩვენ წელიწადში 12 ღონისძიება გვექნება. ოფიციალური პარტნიორები გავხდით და საქართველოდან ნებისმიერი ღონისძიება რომელიც გახდება საერთაშორისო სტანდარტების რომელიც უზბეკეთში იმართება ყველას ოფიციალური წარმომადგენლები ვიქნებით ჩვენ და ქართულ ბიზნესს უფრო მარტივად მივაწვდენთ ხმას თუ რა პერსპექტივებს ვხედავთ, როგორ შეიძლება ბიზნესის მართვა და უფრო გავუმარტივებთ ადგილობრივ ბაზართან ურთიერთობას", - განაცხადა ბაჩანა შელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები