მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“

ზარაფხანა

ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს რეზერვების დაგროვების პოლიტიკა ძვირფასი ლითონების ბაზარზე დამატებით ზეწოლას ახდენს. გაზრდილმა მოთხოვნამ ოქრო მკვეთრად გააძვირა, თუმცა ბოლო პერიოდში ძვირფასი ლითონების გლობალურ ბაზარზე დაღმასვლა შეიმჩნევა. ბოლო ერთ თვეში უნცია ოქროს ღირებულება 13%-ით, 3 523 დოლარამდე შემცირდა. ბოლო 6-თვიან ჭრილში ძვირფასი ლითონი 20%-ზე მეტად გაიაფდა, თუმცა ბოლო 5 წლის ტენდენცია აჩვენებს, რომ ოქრო თითქმის 100%-ით გაძვირდა.ა

“ზარაფხანას” გენერალური დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ოქროზე ფასი ბოლო წელიწად-ნახევრის მინიმუმზეა, შესაბამისად კარგი დროა რეზერვის შექმნისთვის, თუმცა იგივე ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა ფასებზე წნეხს ქმნის, რის გამოც მოლოდინია, რომ ფასი ძვირფას ლითონზე წლის ბოლოსთვის კიდევ გაიზრდება.

„როგორც წესი, მეოთხე კვარტალი და განსაკუთრებით ეს პერიოდი გამოირჩევა ოქროს ფასის მატებით და მომხმარებლის აქტიურობის შესაბამისად გამოწვეული მოთხოვნა მოდის როგორც სამომხმარებლო ბაზარზე, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ეროვნული ბანკების და სხვადასხვა ინსტიტუციების მხრიდან.

დღეს უნცია ოქრო დაახლოებით ღირს 3 500 დოლარზე მეტი უნცია. გამყარებული დოლარი ყოველთვის ნიშნავს ოქროს ფასის კლებას. ამას დამატებული, ძალიან სწრაფი ზრდის შემდეგ ყველა ელოდებოდა ფასის კორექციას, რომ ფასის კორექცია მოხდებოდა და ესეც მეორე მომენტია, რომ ფასის კორექცია ხდება ოქროსთან მიმართებით, თუმცა იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს არ არის ოქროს გაიაფება არავითარ შემთხვევაში. 2019 წელს, ზუსტად პანდემიის ზღურბლზე, ოქრო ღირდა 1400 დოლარი უნცია და 1400 დოლარი ოქრო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ღირდა და უცებ ნახტომისებურად, ოქრომ დადო ძალიან დიდი პროცენტული ზრდა, რაც დაკავშირებულია არასტაბილურ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებასთან, ასევე არასტაბილურ ეკონომიკურ ვითარებასთან.

დღესდღეობით მოლოდინი არის, რომ დეკემბრის დასაწყისიდან ფასის ზრდა დაფიქსირდება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ოქრო 4200 - 4300 დოლარის ფარგლებში დაასრულებს წლევანდელ წელს, თუმცა სხვადასხვა ანალიტიკოსების შეფასებით, შეიძლება ეს იყოს უფრო მაღალი მაჩვენებელიც.

გაზრდილი მოთხოვნა მსოფლიო ცენტრალური ბანკებიდან ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, რომელიც ოქროს ყველაზე მეტად ზრდის ფასში. ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ მდგომარეობას. ყველა ცდილობს მაქსიმალურად ოქროს მარაგები შეივსოს და ეხლა ეს ფასი არის ძალიან კარგი საშუალება ყველასთვის, რომ ოქროს მარაგები შეივსოს. ნუ დაახლოებით წელიწად-ნახევარია ეს ფასი არ ყოფილა და ვფიქრობ, ყველა ორიენტირებული იქნება, რომ მაქსიმალურად იხეიროს შექმნილი საფასო სიტუაციით. ჩვენც მათ რიგებში ვართ და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი მარაგები, რომლებიც გრძელვადიანად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პროდუქცია არ გაძვირდეს.”,-აცხადებს თორნიკე სამხარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები