თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 ახალი კონტრაქტი გააფორმა. ჯამური ბიუჯეტით 17,5 მილიონი ლარი „ჯეუ გრუპი“, „ენკო“, „პარმა“ და „ბლექ სი გრუპი“ როგორც დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ თვის ბოლოს საავტომობილო გზაზე სამუშაოების დასრულებას ისე უზრუნველყოფენ, რომ ავტომობილებს გადაადგილებაზე შეფერხება არ იქნება. კახა კალაძე ამბობს რომ სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ სამუშაო პროცესში ჩართვა მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება შესრულდება. ბიზნესი დაპირების შესრულებად სრულად შესაძლებელ რეალობად განიხილავს, ერთადერთ შემაფერხებელ ფაქტორად ამინდი სახელდება. წერეთლის გამზირზე სამუშაოები 24 საათიანი რეჟიმში განახლდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დამკვეთს ყველაფერი იანვრის ბოლოს მოწესრიგებული ჩაჰბარდება. საბოლოო სახეს გამზირი გაზაფხულის დადგომასთან ერთად მიიღებს.