მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერილებს, რომელიც გაგზავნილი გვქონდა ძველ მინისტრთან, ხელახლა გავუგზავნით ახალ მინისტრს - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

მორჩილაძე

DRG-ის მეთოდოლოგია ჯანდაცვის ბიზნესისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ დაფინანსების მოდელს გადახედოს, რადგან არსებული რეანიმაციული ტარიფები, ასევე ტარიფები მაღალტექნოლოგური სამედიცინო ჩარევების დროს კლინიკებისთვის განსაკუთრებით კრიტიკულია.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე bm.ge-სთან საუბარში იმედოვნებს, რომ საკითხებს, რაზეც კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობასთან არ შედგა, ახალი მინისტრი ყურადღებას მიაქცევს.

„იმ წერილებს, რომელიც დაგზავნილი გვქონდა ძველ მინისტრთან, რაზედაც სამწუხაროდ კომუნიკაცია არ იყო და სადაც DRG-სთან, სხვა თემებთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციებს ჰქონდათ წერილობით დაფიქსირებული პოზიციები, ჩვენ ამ წერილებს დღეს ხელახლა გავუგზავნით ახალ მინისტრს, ვუსურვებთ მას წარმატებას, ვინაიდან ეს ისეთი დარგია, რომ ამ დარგში წარმატება არის თითოეული მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

პრაქტიკულად კლინიკები ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ან უარი უნდა თქვან ნაკლებ ტრამვულ-მაღალტექნოლოგიურ ჩარევაზე, ან პროგრამიდან უნდა ამოვიდეს ბენეფიციარი.

უამრავი შემთხვევაა, როდესაც პაციენტი იძულებულია უარი თქვას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე იმიტომ, რომ იმ პროგრამით არ ფინანსდება ნაკლებ -ტრამვული, თანამედროვე ტიპის ჩარევები. იმედია ეს დროულად შეიცვლება და ჯანდაცვის სისტემა მოახერხებს განვითარების გზაზე დადგომას“,- აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები