მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წერტილი უნდა დაესვას არაკომპეტენტურობას" - Maricultura Georgia-ს დირექტორი

maricultura georgia

კომპანია Maricultura Georgia-ს დირექტორის მამუკა მიქაშავიძის აზრით, ქვეყანას განვითარებისთვის სწორი ხედვა სჭირდება. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება სწორი ხედვა და საკუთარი ქვეყნის სიყვარული, რაც გიბიძგებს ქართული საქმის კეთებისკენ“, - თქვა ბიზნესმენმა.

რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში? – „არაკომპეტენტურობას“ - ამბობს მამუკა მიქაშავიძე.
Maricultura Georgia 2016 წელსაა დაფუძნებული. კომპანია მიდიებსა და ხამანწკებს 2017 წლიდან კვარიათში, ზღვაში, აკვაფერმაში აწარმოებს, რომელიც 12 მეტრ სიღრმეზეა მოწყობილი. კომპანიის საზღვაო წყალქვეშა ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. Maricultura Georgia ასევე აერთიანებს გადამმუშავებელ და შოკური გაყინვის საწარმოს.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Maricultura Georgia-ს 65%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მარიკულტურის განვითარების პოტენციალსა და გამოწვევებზე. ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ამ სფეროს განვითარებისთვის, მთავარია სწორი ხედვა, რომელიც არ არსებობს.

„მთავარია, იყოს სწორი ხედვა. მთავრობამ სწორად დაინახოს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც მარიკულტურის განვითარების შემთხვევაში ქვეყანა მიიღებს. ეს ხედვა არ არსებობს. დარგში არაკომპეტენციაა“, - განაცხადა მამუკა მიქაშავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები