მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას არაპროფესიონალიზმს და დაუდევრობას - კახა კოჟორიძე

კახა

კომპანია „კოჟორიძე და იურისტების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას განვითარებისთვის განათლება და სამართლიანი სასამართლო სჭირდება.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ პროფესიონალიზმს პიროვნებისა და ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„საქართველოს განვითარებისთვის სასამართლო და განათლება სჭირდება. ასევე უნდა გავიაზროთ, რომ საერთო წარმატებაში ყველას ჩვენი ვალდებულება გვაქვს. მომსახურების სფერო იქნება თუ სხვა, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ რა საქმესაც ხელს მოჰკიდებს იმ საქმეს თუ მაღალპროფესიულად გააკეთებს, ამით მარტო თავის საქმეს კი არ აკეთებს, ზოგადად ქვეყნის წინსვლას და წარმატებას უწყობს ხელს - ამ გაგებით პროფესიონალიზმი პატრიოტიზმსაც ნიშნავს“, - განაცხადა მან.

კითხვას, რას უნდა დაესვას წერილი? მან უპასუხა, რომ არაპროფესიონალიზმს და დაუდევრობას.

"წერტილი უნდა დაესვას, ისეთ შეხედულებას, რომ ეს კონკრეტული პრობლემა თუ მე არ მეხება ე.ი უმნიშვნელოა. ბევრ ადამიანს შეიძლება სასამართლოს კარები საერთოდ არ გაუღია, რადგან დავა არ ჰქონია, მაგრამ პრობლემა, რაც სასამართლოში ან სხვა უწყებაში შეიძლება არსებობდეს მას მაინც ეხება. უკეთესი სასამართლო, რომ გვქონდეს ყველა ბევრად უკეთესად ვიცხოვრებდით, რადგან განვითარებული და სამართლიანი სასამართლო ძლიერ ეკონომიკას ნიშნავს, ძლიერი ეკონომიკა კი ჩვენს არაერთ პრობლემას გადაჭრის", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები