მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას არაპროფესიონალიზმს - ილია ბერულავა

ილია ბერულავა

საქართველოს სამთო-გამყოლთა ასოციაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო სამთო გამყოლი ილია ბერულავა მიიჩნევს, რომ საქართველოში წერტილი არაპროფესიონალიზმს უნდა დაესვას.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ასოციაციამ სკოლებში შესაბამისი მიმართულებით სწავლება დაიწყო, რაც ბავშვებში ბუნების სიყვარულს და ჯანსაღი ცხოვრების სურვილს პატარაობიდანვე გააჩენს.

„წელს დავიწყეთ სკოლებში მუშაობა, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანია უფრო დაბალ ასაკში ბავშვებისთვის განათლების მიღება.

უკვე დაანონსდა რომ პროფესიული სწავლება სკოლებშიც შევა, რაც კარგია რადგან პატარა ასაკშივე გაეცნობიან ბავშვები ამ მიმართულებას და შეძლებენ ამასთან შეხებას.

უფრო ჯანმრთელად ცხოვრების კულტურა გაჩნდება პატარაობიდანვე, რომ წახვიდე ბუნებაში, გაშალო კარავი, ისრიალო, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრო და ა.შ რაც მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ლია ბერულავამ.

კითხვას, რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში, მან უპასუხა, რომ არაპროფესიონალიზმს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები