მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას ერთმანეთის მიმართ ზიზღის რიტორიკას - თემურ ჭყონია

ბიზნესმენი

„2023 წელს გავაყოლებდი ერთმანეთის მიმართ ზიზღის რიტორიკას“, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში.

“ურთიერთდაპირისპირება ყოველთვის იარსებებს; არ შეიძლება, იდეალური ქვეყანა შექმნა, სადაც განსხვავებული და დაპირისპირებული აზრები არ იქნება, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს ურთიერთმტრობას. პოლარიზაციის მართვა უნდა შეძლოს ხელისუფლებამ. მოქალაქეები არ უნდა იყოს დაყოფილი ჩემიანად, შენიანად და სხვისიანად“, - ამბობს თემურ ჭყონია.

რა სჭირდება საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის? – „მეტი ცოდნა, შრომა და დისციპლინა“, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები