ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის კოტე ჩოკორაიას აზრით, „საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ძალაუფლების მითვისებას და საკუთარ ინტერესებსა და პირად კეთილდღეობაზე დაფუძნებულ ქართულ პოლიტიკას“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა.
კონსტიტუციონალისტის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სამართლიანი არჩევნები სჭირდება.
„სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და ერთ ადამიანს განუზომელი ძალაუფლება არ ექნება.
ქვეყნის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, წარმატებული, ახალი თაობის ნელ-ნელა შესვლა ქართულ პოლიტიკაში.