საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ყველა ზომა განიხილება და წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებსა და კვირებში იმსჯელებენ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.
ელჩს უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ჰკითხეს, რაზეც მან აღნიშნა, რომ სანქციებისგან განსხვავებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას არ საჭიროებს.
7-8 წლის წინ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების წარმოებისას იყო გაგება, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდებოდა. მისივე თქმით, უვიზო რეჟიმში ჩადებულია გარანტიები, რათა ევროკომისიამ მუდმივად გაუწიოს მონიტორინგი, თუ ხდება მათი სათანადოდ შესრულება.
"ყველაფერი განიხილება. წევრი ქვეყნები საქართველოში სიტუაციას განიხილავენ მომდევნო დღეებსა და კვირებში, ყველა, მათ შორის უმაღლეს დონეზე.
როგორც არაერთხელ ვთქვი, ევროკავშირის მხრიდან შემზღუდავი ზომების, სანქციების დაწესება მოითხოვს ერთსულოვნებას. უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერას. ეს ყველაფერი განხილული იქნება წევრ ქვეყნებთან და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საქართველოში მომდევნო დღეებში განვითარებებიდან გამომდინარე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.